ღაზის სექტორი გაეროს გაფრთხილება

ღაზის სექტორი, ისრაელის ბლოკადაში მოქცევით, 2020 წელში ცხოვრებისთვის გაუსაძლისი გახდება

769233
ღაზის სექტორი გაეროს გაფრთხილება

გაერომ გამოთქვა გაფრთხილება, რომ ღაზის სექტორი, ჰამასის კონტროლში შესვლით და ისრაელის ბლოკადაში მოქცევით, 2020 წელში ცხოვრებისთვის გაუსაძლისი გახდება.

 ღაზის სექტორის ისრაელის ბლოკადაში მოქცევის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს პალესტინის გუნდის მხრიდან მომზადებულ სპეციალურ მოხსენებაში, წარმოდგენილ იქნა რეგიონის სოციალ- ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზირებულ იქნა მისი მომავალი. მოხსენებაში გამოითქვა, რომ რეგიონში, ცხოვრების პირობების გაუარესება ხდება მოსალოდნელზე უფრო სწრაფად და თუ არ იქნება გატარებული  საჭირო ზომები, ღაზაში სუფთა წყლის რეზერვი 2020 წელში მთლიანად გამოილევა.

მოხსენების მიხედვით, ენერგო რესურსების დეფიციტი უკანასკნელ პერიოდში თვალსაჩინოდ გაიზარდა. რეგიონის რეკონსტრუქციისთვის საჭირო მასალების შეტანა საკმაოდ შეიზღუდა. მოხსენებაში გამოითქვა მოწოდება ისრაელის, პალესტინის ხელისუფლების, ჰამასის და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, მიიღონ საჭირო ზომები.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #ღაზა , #გაფრთხილება

მსგავსი ინფორმაციები