მიმდინარე კვირა კვიპროსის და რეგიონისათვის მნიშვნელოვანია

მიმდინარე კვირა კვიპროსის და რეგიონისათვის მნიშვნელოვანია

763208
მიმდინარე კვირა კვიპროსის და რეგიონისათვის მნიშვნელოვანია

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა, კვიპროსის და რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქინჯიმ შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში მიმდინარე კვიპროსის კონფერენციის პროცესი შეაფასა. „ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ თაობებს უკეთესი კვიპროსი დავუტოვოთ. ამისათვის ჩვენ პასუხისმგებლობასაც შესაბამისად ვგრძნობთ. ამიტომ, მთელი კუნძულის უკეთესი მომავლისათვის მთელი პასუხისმგებლობით და სიმტკიცით ვიმყოფებით აქ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ეს სიმტკიცე დაგვიფასდება. როგოც  უკვე ვთქვით, ჩვენ ამ კონფერენციას საკითხის საბოლოოდ გადაჭრის იმედად მივიჩნევთ,“ აღნიშნა მუსტაფა აქინჯიმ.  შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში მიმდინარე კვიპროსის კონფერენციაზე მხარეები, გაეროს გენერალური სამდივნოს ზედამხედველობით, ყველა საკითხს დეტალურად განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები