ერდოღანი სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია

ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებას არ დართავენ სირიის ჩრდილოეთში ქურთული სახელმწიფოს შექმნას

760662
ერდოღანი სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია

პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა, შანლიურფას ჰარრანის რაიონში სირიელი მიგრანტების ერთ-ერთი ბანაკის მონახულების შემდეგ, განცხადება გაავრცელა გაზეთ „იზვესტიისთვის“.

კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებას არ დართავენ სირიის ჩრდილოეთში ქურთული სახელმწიფოს შექმნას. ოდნავი საფრთხის შემთხვევაშიც კი, მზად არიან იმ ადგილზე ახალი სამხედრო ოპერაციისთვის. სირიაში ამჟამად უარყოფით პროცესებს აქვს ადგილი. თუ ეს მდგომარეობა საფრთხეს შეუქმნის თურქეთის საზღვრებს, ევფრატის ფარის ოპერაციის მაგვარ რეაქციას მისცემენ. ჯერ მზად არიან ტერორისტებისგან გამოიხსნან მენბიჩი და რაკკა. თუმცა აშშ-ის წინამძღოლობით კოალიციის ძალები ქურთული დაჯგუფებების სასარგებლოდ თამაშობენ. ერდოღანმა მიანიშნა, რა სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PYD და YPG-ზე, სინანული გამოთქვა ანკარის სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის, ტერორისტებთან ერთობლივ მოქმედებაზე.

ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლის ვლადიმერ ავაკტოვის გაზეთ „იზვესტიისთვის“ გავრცელებულ განცხადებაშიც აღინიშნა, რომ თურქეთის, სირიის ჩრდილოეთში ახალი სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. აშშ-ის ქურთებთან თანამშრომლობა მეტად აშფოთებს თურქეთს. ერდოღანმა უფრო ინტენსიური გახადა გაფრთხილება. იმის გამო, რომ შესაძლებელია თურქეთის ნატოსთან ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობაც, საჭიროა  სერიოზულად იქნას მიჩნეული მისი გაფრთხილება-აღნიშნა ვლადიმერ ავაკტოვმა გაზეთ იზვესტიისთვის განცხადებაში.  



მსგავსი ინფორმაციები