აქინჯი დღეს ჩამოდის ანკარაში

თურქ მაღალჩინოსნებთან კვიპროსის საკითხებს განიხილავენ

758567
აქინჯი დღეს ჩამოდის ანკარაში

28 ივლისს ჟენევაში კვიპროსის კონფერენცია გაიმართება და მის წინ, დღეს, ანკარას ოფიციალურად ეწვევა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერი მუსტაფა აქინჯი, რომელსაც დღესვე პირისპირი შეხვედრები ექნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუსთან და პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთან, ხოლო ხვალ სტამბოლში კი პრეიზიდენტ ერდოღანთან.

გამომგზავრების წინ გავრცელებულ განცხადებაში მან თქვა, რომ კვიპროსელი თურქების დიდი უმრავლესობა მთავარ პირობად ხედავს თურქეთის რესპუბლიკის გარანტორობას და ამიტომ ჟენევის კონფერენციაზე ერთ ერთი მთავარი განსახილველი თემა კვიპროსელი თურქების “უსაფრთხოება და გარანტიორობა“ იქნება.

“დადგა დრო, რათა ბოლო წერტილი დაესვას კუნძულის პრობლემას და ამის მომხრეა ჩვენი გარანტიორი თურქეთი და ამიტომ, კონფერენციის დაწყებამდე ინტენსიური კონსულტაციის მიზნით 2 დღე დავრჩები თურქეთში. აქამდე კი ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნაყოფიერი შეხვედრები ჩაატარა თურქულ დელეგაციასთან“, აღნიშნა აქინჯიმ. მისივე თქმით, თუ კვიპროსელი ბერძნები  და საბერძნეთი არ გაიტანენ თავიანთ მოთხოვნას კუნძულის სრულ განიარაღებაზე, მაშინ, კვლავ უშედეგოდ დასრულდება მოლაპარაკებები, რადგან კუნძულელი თურქებისათვის მთავარ გარანტიას სწორედ  აქ თურქი ჯარების ყოფნა წარმოადგენს და აქედან გამომდინარე თურქული მხარე არ მიიღებს ამ მოთხოვნას, მაგრამ, თუ ბერძნული მხარე უარს იტყვის ამ მოთხოვნაზე, მაშინ, შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებში წარმატება იქნას მიღწეული“, განაცხადა აქინჩიმ

კვიპროსის თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ახლიდან დაიწყო 2015 წლიდან და მასში მონაწილეობას იღებდა რა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ეიდე, ძირითადად განიხილეს ეკონომიკის, ევროკავშირის, ქონების, მართვის და ძალის განაწილების, საზღვრების, უსაფრთხოების და გარანტიის საკითხები.

28 ივნისის ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე გარანტიორი ქვეყნების, თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის წარმომადგენლები



მსგავსი ინფორმაციები