თეირანში შეიარაღებული თავდასხმები მოხდა
დაიღუპა 7 კაცი
თეირანიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის პარლამენტზე და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა.
თაშმინის საინფორმაციო წყაროს ცნობით, პარლამენტში თავდასხმის შედეგად 12 კაცი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. თავდამსხმელი ოთხი ტერორისტი კი ლიკვიდირებული იქნა.
ადგილობრივი მასმედია იუწყება, რომ კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული 4 თავდამსხმელი პარლამენტში შესვლას შეეცადა და მათ ცეცხლი გაუხსნა პარლამენტის დაცვამ.
ამავე ცნობით თავდამსხმელები დაკავებულნი არიან და ჯერ ჯერობით პარლამენტის ერთ ერთ ოთახში არიან გამომწყვდეულნი.
ინგლისურ ენაზე მაუწყებელი ირანული ტელეარხი Press TV კი იტყობინება, რომ თავდამსხმელთაგან ერთ ერთმა ციანიდი დალია და თავი მოიკლა.
ზოგიერთი ცნობებით კი, პარლამენტში მძევლები ჰყავთ აყვანილი.
მეორე თავდასხმა თეირანში აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში მოხდა. აქ ერთმა კაცმა ჯერ იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. მისი თავდასხმის შედეგად 5 კაცი დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, მავზოლეუმზე თავდამსხმელი ქალი იყო.
ბოლო ინფორმაციით, ამ ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა DEAŞ-მა აიღო. მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.