გუტიერესმა ნიუ ორკში კვიპროსის ლიდერებს უმასპინძლა

“ჟენევის კონფერენცია ამ თვეში ჩატარდება“

746564
გუტიერესმა ნიუ ორკში კვიპროსის ლიდერებს უმასპინძლა

გუშინ, გაეროს ნიუ ორკის სათაო ოფისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებთან მინის სამიტი გამართა, რომლის დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ თურქ ჟურნალისტებთან პრეს კონფერენცია გამართა და შეფასება მისცა რა შეხვედრას, თქვა, რომ  მხარეებმა გონიერება გამოიჩინეს, ყველანაირ წინაპირობებზე უარი თქვეს, რითაც გზა გაუხსნეს ჟენევის კონფერენციის ამ თვეში ჩატარებას.

“მე და ანასტასიადის სამ საათ ნახევრიანი შეხვედრა გვქონდა და ყველა ის სირთულეები დავძლიეთ, რომელიც ჩვენს შორის ბოლო, 17 მაისის შეხვედრაზე გვქონდა და ამით მწვანე შუქი ავუნთეთ ჟენევის მოლაპარაკებებს“, განაცხადა აქინჩიმ.

მანვე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კვიპროსის საკითხებში ესპენ ბარტ ეიდეს წარუმატებელ დიპლომატიურ მცდელობებში სამხრეთ კვიპროსის მიერ  წამოყენებული წინაპირობები დაასახელა.

სამიტის დასრულების შემდეგ ეიდემაც განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს ჟენევის კონფერენციის ივნისის მეორე ნახევარში ჩატარების საკითხში



მსგავსი ინფორმაციები