საბერძნეთში მიმდინარე გაფიცვებმა მძღოლებს მარშუტი შეაცვლევინა

საბერძნეთში მიმდინარე გაფიცვებმა მძღოლებს მარშუტი შეაცვლევინა

743750
საბერძნეთში მიმდინარე გაფიცვებმა მძღოლებს მარშუტი შეაცვლევინა

საბერძნეთის სახელმწიფო მოხელეების გაფიცვებმა, რომელშიც სასაზღვრო გამშვები პუნქტების პერსონალიც ჩაერთო,  ევროპის ქვეყნებში ავტომობილებით გადაადგილების მსურველები იძულებული გახდნენ მარშუტი შეეცვალათ. თრაკიის საბაჟო და სავაჭრო რეგიონული სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაფიცვები დილის 07:00 საათიდან დაიწყო და 24:00 საათამდე გარძელდება, რის გამოც იპსალას და ფაზარქულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დიდი რიგები წარმოიქმნა. მათივე განცხადებით, ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად ევროპის ქვეყნებში ავტომობილებით გადაადგილების მსურველებს ქაფიქულეს და ჰამზაბეილის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებისკენ უშვებენ.   იპსალას და ფაზარქულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვის პერიოდში ისინი მხოლოდ თევზის პროდუქტების გადამტან სატვირთო ავტომობილებს გაატარებენ.  



მსგავსი ინფორმაციები