გუტიერესმა ნიუ ორკში მიიწვია აქინჩი და ანასტასიადისი

სამთა შეხვედრა 4 ივნისს შესდგება

743458
გუტიერესმა ნიუ ორკში მიიწვია აქინჩი და ანასტასიადისი

კიდევ ერთხელ ჩიხში შესული კუნძულ კვიპროსის სამშვიდობო პროცესში თვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ჩაერია და მან მხარეების ლიდერები, მუსტაფა აქინჩი და ნიკოს ანასტასიადისი ნიუ ორკში მიიწვია.

გუტიერესის ამ მიწვევას ორივე ლიდერმა დადებითი პასუხი გასცა და მიიღეს რა ეს მიწვევა, ორივენი ჩავლენ ამერიკაში, სადაც 4 ივნისს ერთად მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას.

სამშვიდობო პროცესი მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც სამხრეთ კვიპროსის ლიდერმა ჟენევის ტურის გაგრძელებისათვის წინაპირობები წამოაყენა.

ბოლო მოლაპარაკებების ტურმა კი გაეროს გენერალური მდივნის სირიაში სპეციალური წარმომადგენლის, ესპენ ბარტ ეიდეს შუამავლობით 9 დღეს გასტანა და კვლავ უშედეგოდ დასრულდა რა, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა შუამავლობის გაგრძელებაზე



მსგავსი ინფორმაციები