საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

იგი კუნძულ სკოპელოსის მახლობლად ჩამოვარდა

741448
საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საბერძნეთის პრესა იუწყება, რომ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა Mirage 2000 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა საწვრთნელი ფრენის დროს სკოპელოსის კუნძულის მახლობლად კატასტროფა განიცადა და  პილოტმა კატაპულტირება გამოიყენა რა, ასე გადაურჩა სიკვდილს. ამავე ცნობით თვითმფრინავი, ღია ზღვაში ძრავაში გაჩენილი ტექნიკური ხარვეზის გამო ჩამოვარდა. კატასტროფის მიდამოებში ამჟამად სამაშველო ვერტმფრენებითა და გემებით პილოტს ეძებენ



მსგავსი ინფორმაციები