ათენში მეჩეთის მშენებლობა გრძელდება

მისი მშენებლობა 887 ათასი ევრო დაჯდება

739767
ათენში მეჩეთის მშენებლობა გრძელდება

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  პირველი მეჩეთის მშენებლობის  კანონ-პროექტმა ქვეყნის მთავრობის პოზიცია ორად გაყო. მანამდე კი პარლამენტში ცხარე კამათების შემდეგ ცვლილებებით მიღებულ იქნა მეჩეთის სამეთვალყურეო საბჭოს, მისი საქმიანობის და დაფინანსების პროექტი და სამეთვალყურეო საბჭოში 2 სახელმწიფო ჩინოვნიკი, 2 მერიის თანამშრომელი, 1 უმაღლესი სასამართლოს წევრი და 2 მუსლიმანი შევიდნენ. ათენის მეჩეთი 850 კვ მეტრზე იქნება განფენილი და მასში ერთდროულად ილოცავს 350 მორწმუნე. მეჩეთს მინარეთი არ ექნება და მისი მშენებლობა 887 ათასი ევრო დაჯდება. ათენი ევროპის ერთადერთი დედაქალაქი იყო, რომელშიც არ ფუნქციონირებდა მეჩეთი



მსგავსი ინფორმაციები