სირიის სამშვიდობო პროცესის მე-7 რაუნდი ჟენევაში ივნისის თვეში ჩატარდება

ამის შესახებ სტეფან დე მისტურამ განაცხადა

737437
სირიის სამშვიდობო პროცესის მე-7 რაუნდი ჟენევაში ივნისის თვეში ჩატარდება

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა ტელეკონფერანსით დაუკავშირდა გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე სირიის საკითხზე შეკრებას და თქვა, რომ სირიის სამშვიდობო პროცესის მე-7 რაუნდი ჟენევაში ივნისის თვეში ჩატარდება.

მანვე მსმენელებს ჟენევაში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შესახებაც ინფორმაციები მისცათ და თქვა, რომ ასტანაში მიღწეული დეესკალაციის შეთანხმების მიუხედავად, ესადის ძალებსა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის ჰამაში, ჰუმუსში და დამასკოში  შეტაკებები გრძელდება.

“მართალია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხარეებს შორის აზრთა სხვაობა გრძელდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მზად არიან მოლაპარაკებების ახალი ტურისათვის“, განაცხადა მისტურამ.



მსგავსი ინფორმაციები