მუსული თავდასხმა სკოლაზე

ერაყის ქალაქ მუსულის დასავლეთით, ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში დაიღუპა 81 ადამიანი

726219
მუსული თავდასხმა სკოლაზე

ერაყის ქალაქ მუსულის დასავლეთით, ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში დაიღუპა 81 ადამიანი.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, სარაკეტო თავდასხმით, მიზანში იქნა ამოღებული ტერ-ორგანიზაცია დეაშის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩვიდმეტი ივლისის რეგიონის ელ-ველას  სკოლა. იქ თავშეფარებული 34-ი მამაკაცის, 29 ქალის, 18 ბავშვის ჩათვლით   დაიღუპა 81 ადამიანი.

დეაშს და შეიარღებულ ძალებს შორის წარმოქმნილი შეტაკების გამო, სამოქალაქოების თავშეფარებულ სკოლაზე რომელმა ძალებმა განახორციელეს დაბომბვა არ არის ცნობილი.

ამავე დროს, ანტიტერორისტული განყოფილების კაპიტანის ალი ელ ბეჰადილის, ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოსთვის გავრცელებული განცხადებით, მათი ერთეულის, ენ ნეჯჯარის მახლობლად განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში დაიღუპა  დეაშის საომარი განყოფილების პასუხისმგებელი ჰაბიბ აბდულჯებბარი.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #მუსული , #სკოლა , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები