ესადის რეჟიმმა ოთხჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი

ამ ბრალდების ავტორი კენნეტ როტჰია

723816
ესადის რეჟიმმა ოთხჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი

ნიუ ორკში მოქმედი ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, მათ სირიის ჩრდილოეთში განხორციელებული თავდასხმის ფოტო და ვიდეო მასალების შემოწმებით დაადგინეს, რომ ესადის რეჟიმმა დეკემბრის თვის აქეთ, სულ ცოტა ოთხჯერ მაინც გამოიყენა ქიმიური იარაღი.

ხსენებული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, კენნეტ როტჰის თქმით, ესადის რეჟიმმა ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამხედრო თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით 4 დასახლებულ პუნქტში ქლორის და სარინის შემცველი ბომბები ჩამოაგდო, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში შედის.

მანვე გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვა, სპეციალური დადგენილება გამოიტანოს, რომლითაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანამშრომლები ხსენებულ ბრალდებებს გააკონტროლებენ და გამოიძიებენ



მსგავსი ინფორმაციები