რადევმა ახალი კაბინეტის შექმნა ბორისოვს დაავალა

ბორისოვმა ახალი მთავრობა 7 დღეში უნდა შექმნას

721608
რადევმა ახალი კაბინეტის შექმნა ბორისოვს დაავალა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ახალი კაბინეტის შექმნა დაავალა 26 მარტის საპარლამეტო არჩევნებში გამარჯვებულ  GERB-ის პარტიის ლიდერ ბოიკო ბორისოვს. ეს უკანასკნელი ორჯერ უკვე იყო ბულგარეთის პრემიერი და ორივეჯერ ადრე გადადგა თანამდებობიდან. ქვეყნის კონსტიტუციით ბორისოვმა ახალი კაბინეტის სია პრეზიდენტს 7 დღის განმალობაში უნდა წარუდგინოს. სავარაუდოდ იგი კოალიციას შექმნის რადიკალისტურ-ნაციონალისტურ გაერთიანებული პატრიოტების ბლოკთან. ახალი მთავრობა 17 მინისტრის და 4 ვიცეპრემიერის პორტფელისგან შესდგება



მსგავსი ინფორმაციები