აშშ ესადის რეჟიმს სანქციებს უზრდის

ახალი სანქცია შეეხება 271 სირიელს

720330
აშშ ესადის რეჟიმს სანქციებს უზრდის

როგორც განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ქიმიური იარაღის გამომყენებელი ესადის რეჟიმის მიმართ ახალ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ და ეს სანქცია შეეხება იმ 271 სირიელ მკვლევარს, რომლებიც მუშაობენ სირიის სამეცნიერო კვლევის ცენტრში და რომლებთაც რაღაცნაირი კავშირები აქვთ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან. “ჩვენ არ დავუშვებთ და არ მივიღებთ ესადის რეჟიმის მხრიდან ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენებას და მათ ამ არაადამიანურ ქმედებებზე პასუხისმგებლობასაც სწორედ მათვე დავაკისრებთ“, განაცხადა ამერიკელმა მინისტრმა. რეჟიმის ძალებმა ქიმიური იარაღი 4 აპრილს იდლიბში გამოიყენეს და მას 100 კაცი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი მოიწამლა, რის საპასუხოდაც ვაშინგტონმა შაირათის აეროპორტი დაბომბა



მსგავსი ინფორმაციები