აფეთქება დაღესტანში

აფეთქების შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა

719513
აფეთქება დაღესტანში

რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტანის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, 11 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა  მძიმეა. დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ცუმადინის რეგიონში ერთ-ერთი სკოლის კომპიუტერის კლასში  აფეთქდა ხელყუმბარა. სკოლის დირექტორმა შამილ აბაკაროვმა  კი განაცხადა, რომ ხელყუმბარა სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ მოიტანა.  



მსგავსი ინფორმაციები