შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან ერთი ქართველია

716144
შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით მარცვლეულის გადამტანი სატვირთო გემი შავ ზღვაში ჩაიძირა. გემზე 12 კაციან ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, წუხანდელი ძლიერი ქარიშხალის შედეგად ჩაიძირა.  ეკიპაჟის 12 წევრიდან 9 უკრაინის, 2 რუსეთის და  ერთი  საქართველოს მოქალაქე იყვნენ. რუსეთის საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩენილია, ოთხის ადგილმდებარეობა დადგენილია და შვიდი კაცი კი დაკარგულად ითვლება. დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ასევე გრძელდება ჩაძირვის მიზეზის გამოკვლევაც.



მსგავსი ინფორმაციები