ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა

705073
ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა

ერაყის ქალაქ მოსულში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს ტერ ორგანიზაცია დეაშის 50 ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა.  ოპერაცია ერაყის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა განახორციელეს, რომლებმაც დეაშის ობიექტები დაბომბეს. ოპერაციის დროს ტერორისტების კუთვნილი ერთი ტანკი და მრავალი ბინა განადგურდა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის გამანთავისუფლებელი ოპერაცია  მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყეს და მას შემდეგ მრავალი უბანი გაანთავისუფლეს კიდეც. მაგრამ, ოპერაციების შედეგად სამწუხარო ამბებიც ხდება ხოლმე, რადგან მრავალი სამოქალაქო ადამიანი ეწირება მას.  მეორეს მხრივ, ასადის რეჟიმის ბომბდამშენებმა დედაქალაქ დამასკოში ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი აღმოსავლეთ გუტას, დუმას  და სანკას უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც 22 სამოქალაქო პირი დაიღუპა. არიან ასევე დაშავებულებიც, რომელთაგან უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან. ისინი რეგიონში განთავსებულ საველე ჰოსპიტალებში გადაიყვანეს.  იემენში კი აშშ-ს კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალ-ქაიდას მიმართ 70-ზე მეტი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს.

 



მსგავსი ინფორმაციები