ილდირიმ-კვირიკაშვილის შეხვედრა ბათუმში გაიმართა

მათ ორ ქვეყანას შორის  მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს გამართვის საკითხები განვიხილეს

692428
ილდირიმ-კვირიკაშვილის შეხვედრა ბათუმში გაიმართა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ საღამოს საქართველოში თავის ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ართვინი და ბათუმი მეზობელი რეგიონები არიან, ყოველდღიურად საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან საქართველოში მრავალი ადამიანი გადადის. საქართველოსთან, მიუხედავად ყველაფრისა, სავაჭრო ბრუნვა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში მეგობარ კვირიკაშვილის მიწვევით ჩავედით, რომელიც წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი არ იყო. შეხვედრის დროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი  და  ასევე მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის  მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს გამართვის საკითხები განვიხილეთ,“ აღნიშნა ილდირიმმა. თურქეთის პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ილდირიმი ანკარაში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები