ასტანაში სირიის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი დაიწყო

რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები უკვე დაიწყო

691094
ასტანაში სირიის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი დაიწყო

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სტარტი აიღო სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდმა  და მის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაეროსა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაიმართა. გაეროს დელეგაციას მისლოს სტრუგარი, ხოლო რუსეთისას კი პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლავრენტიევი ხელმძღვანელობენ.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსები ჯერ იორდანიის დელეგაციის, მის კვალდაკვალ კი ესადის რეჟიმის წევრებს შეხვდებიან, რომელსაც ბეშარ ჯაფერი ხელმძღვანელობს.

დღეს ასტანაში თურქეთის და ირანის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ასტანის პირველი ტურის შეხვედრები 23-24 იანვარს, მეორე კი 15-16 თებერვალს გაიმართა



მსგავსი ინფორმაციები