მოსულში საერთო საფლავი აღმოაჩინეს
ერაყის არმიამ, რომელიც მოსულის ტერორგანიზაცია დეაშისგან განთავისუფლებისათვის ემზადება, ქალაქის მახლობლად საერთო საფლავი აღმოაჩინა
ერაყის არმიამ, რომელიც მოსულის ტერორგანიზაცია დეაშისგან განთავისუფლებისათვის ემზადება, ქალაქის მახლობლად საერთო საფლავი აღმოაჩინა.
ვარაუდობენ, რომ საერთო საფლავში 4 ათასამდე ადამიანის ცხედარია.
მოსული-ბაღდადის დამაკავშირებელ გზასთან ახლოს ქალაქ მოსულის ცენტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით აღმოჩენილი საერთო საფლავი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყოს მათ შორის, რომელშიც ტერორგანიზაცა დეაშმა გააკეთა.
ერაყის ძალების მიერ აღებულ რეგიონში შესულ ინგლისური გაზეთის Telegraph-ის ჟურნალისტთან საუბარში თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა დახვრეტილი და ორმოში ჩაგდებული იქნა.
მათივე თქმით დეაშის წევრებმა ეს ადამიანები მიკროავტობუსებით, სატვირთო მანქანებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით წაიყვანეს რეგიონში. ამ ადამიანებს ხელები შეკრული, თვალები კი ახვეული ჰქონდათ.
სავარაუდოდ, მკვლელობები 2014 წლის ბოლოს მოხდა.
Telegraph-ის მიხედვით, ტყვედ ჩავარდნილი პოლიციელებისა და სამხედროების დახვრეტა ქალაქის აღებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ერაყის არმიის შენაერთებმა, ფეშმერგეებმა და უმრავლესობა ბაშიკას ბანაკში თურქი სამხედროების მიერ გაწვრთნილმა ნინოვას მოჯაჰიდებმა მოსულის დეაშისგან გასათავისუფლებლად ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.