სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა

ასადის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

678773
სირიაში  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა

სირიაში ასადის რეჟიმის მხრიდან  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები გრძელდება. დედაქალაქ დამასკოს მახლობლად თიშრინის რაიონში ასადის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. ასადის ძალებმა გუშინ ასევე ქალაქ ლასკიეში (ლატაკია) ოპოზიციონერების კონტროლში მყოფ თურქმენდაღზეც განახორციელა თავდასხმები. აღნიშნული ტერიტორიის სოფლებში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ოპოზიციონერებმაც შესაბამისად თავდასხმებით უპასუხეს. გავრცელებული ინფორმაციებით, შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი  დაშავდა.  სირიაში რეჟიმის ძალებსა და ოპოზიციონერებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 30 დეკემბერს თურქეთსა და რუსეთის გარანტიორობით განხორციელდა. მიმდინარე წლის 23-24 იანვარს ასტანაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით განხორციელებულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაკონტროლების მიზნით თურქეთ-რუსეთ-ირანს შორის სპეციალური მექანიზმი შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები