კვიპროსის ხვალინდელი მოლაპარაკებები არ შედგება

“ბერძნული მხარე ენოსისზე უარს არ ამბობს“

677944
კვიპროსის ხვალინდელი მოლაპარაკებები არ შედგება

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერის მუსტაფა აქინჯის განცხადებით, იგი ხვალისათვის კუნძულის ნეიტრალურ რეგიონში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საბაბად კი მან დაასახელა კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ 1950 წელს ჩატარებული ე.წ. ენოსისის (კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების გეგმა) რეფერენდუმის წლისთავების სასკოლო პროგრამაში შეტანა, რომლის წინააღმდეგაც გამოდის თურქული მხარე.

“ჩვენ გვინდა კუნძულზე ორი თანაბარუფლებიანი კვიპროსის ფედერაციის შექმნა, რათა ორივე საზოგადოების ბავშვებს უსაფრთხო და  იმედიანი მომავალი ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ბერძნული მხარე გაურბის პრობლემების მოგვარებას, პირიქით, უაზრო ნაბიჯებით ძაბავს სიტუაციას, რის ბოლო მაგალითია ენოსისის სასწავლო პროგრამაში შეტანა, რითაც წამლავს ბერძენი ახალგაზრდების ტვინებს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და ამის შესახებ გაეროსაც შევატყობინეთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა ბერძნები უკან არ დგამენ ნაბიჯს, რაც დიდ დარტყმას აყენებს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ამიტომაც ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ხვალის შეხვედრაში“, განაცხადა აქინჯიმ.

კვიპროსის ლიდერების ბოლო შეხვედრა, რომელიც წინა კვირას შესდგა, ინციდენტით დასრულდა, რადგან, აქინჩის მოთხოვნაზე, რომ ენოსისის თემის წიგნებში შეტანაზე უარი თქვან, გაბრაზებულმა ბერძნული მხარის  ლიდერმა ნიკოს ანასტასიადისმა მუშტი დაარტყა მაგიდას და სალონი დასტოვა. იმის გამო, რომ ხვალისათვის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება, ამიტომაც კვიპროსის სამშვიდობო პროცესი შეჩერდა და ახლიდან შევიდა ჩიხში   



მსგავსი ინფორმაციები