ასტანა, სირიის შეხვედრები

მესამე სხდომაზე, მიღებული გადაწყვეტილება, ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის  გაკონტროლებისთვის ერთობლივი კომისიის შექმნას

674862
ასტანა, სირიის შეხვედრები

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, თურქეთ-რუსეთის და ირანის ინიციატივით, სირიაში, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ჩატარებულ მესამე სხდომაზე, მიღებული გადაწყვეტილება, ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის  გაკონტროლებისთვის ერთობლივი კომისიის შექმნას. მხარეები ტექნიკურ შეხვედრებს გააგრძელებენ ანკარაში.

რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლავრენტიევმა, ბრიფინგზე, გამოკვეთა რა ერთობლივი კომისიის შექმნის მნიშვნელობა აღნიშნა, რომ იგი გაკონტროლების გარდა, იმუშავებს პოლიტიკურ პროცესზე სხვადასხვა კუთხით. რეჟმისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ტარდება ერთობლივ კომისიასთან, საკონსტიტუციო რეფორმების დაწყების შესახებ. მართალია ამჟამად დუმილს ამჯობინებენ მხარეები, მაგრამ სჯერათ, რომ შეხვედრები დაახლოებს ორი მხარის პოზიციას-აღნიშნა ლავრენტიევმა.

ოპოზიციონერთა სახელით განცხადება გაავრცელა მუჰამედ ალუშმა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის  გაკონტროლებისთვის ერთობლივი კომისიის გარდა, დღის წესრიგში ჩააყენეს პატიმრების განთავისუფლება. შეთანხმდნენ მექანიზმთან დაკავშირებით მუშაობის საკითხში, რომელიც გაგრძელდება ანკარაში.

ბეშარ ესადის რეჟიმის გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ბეშარ ელ ჯაფერის თქმით, ასტანის შეხვედრები ნაყოფიერი გამოდგა და მნიშვნელოვანი ნაბიჯია შვეციის ქალაქ ჟენევაში გათვალისწინებული განხილვებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ასტანის პირველი შეხვედრა თურქეთ-რუსეთის ინიციატივით, ჩატარდა 23-24 იანვარს. მეორე, ჩატარდა 6 თებერვალს, სადაც სამმხრივ მექანიზმთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები: #მესამე , #სირია , #სხდომა , #ასტანა

მსგავსი ინფორმაციები