აქინჯიმ ესპენ ბრატ ეიდენსი მიიღო

აქინჯიმ ესპენ ბრატ ეიდენსი მიიღო

673915
აქინჯიმ ესპენ ბრატ ეიდენსი მიიღო

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ პრეზიდენტის სასახლეში  გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი კვიპროსში,  ესპენ ბარტ ეიდენსი მიიღო. შეხვედრის შემდეგ აქინჯიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის პარლამენტის მხრიდან კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის მოთხოვნამ, მათში აღშფოთება გამოიწვია. მან ასევე დასძინა, რომ ბერძნული მხარის ლიდერის, ნიკოს ანასთასიადისის და მისი პარტიის მხრიდან  გაკეთებული განცხადება, საკითხის მოგვარების ნაცვლად საარჩევნო პროპაგანდას უფრო ჰგავს. „ჩვენ ხვალინდელი, ან კიდევ უფრო მომავლის დანახვა კარგად უნდა შეგვეძლოს. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები კარგად უნდა იქნას გათვითცნობიერებული. მაგრამ, ვხედავთ რომ კარგად  ვერ გაუგიათ ჩვენი ამ საკითხზე დამოკიდებულება,“ განაცხადა მუსტაფა აქინჯიმ.  



მსგავსი ინფორმაციები