ასტანის მოლაპარაკებები გადაიდო

იგი ხვალ გაიმართება

672527
ასტანის მოლაპარაკებები გადაიდო

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს გასამართი სირიის  მოლაპარაკებების მეორე ტური ერთი დღით გადაიდო რა, იგი ხვალ გაიმართება. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქეთის, რუსეთის და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ერთი დღით გადაიდო. გადადების მიზეზად კი სირიის ოპოზიციონერების ასტანაში დროულად ჩაუსვლელობა დასახელდა. სირიაში უკვე ექვსი წელია მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების და კრიზისის მოგვარების მიზნით, გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, რუსეთის და ირანის დელეგაციების ჟენევაში გასამართი მოლაპარაკებების წინა სამზადისის პირველი ტური ასტანაში მიმდინარე წლის 23-24 იანვარს გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები