ელ ბაბში 2 თურქი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა

ლიკვიდირებულ იქნა 58 ტერორისტი

667926
ელ ბაბში 2 თურქი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა

თურქეთის გენშტაბის ცნობით, სირიის ჩრდილოეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ევფრატის ფარის სახელწოდების ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში, თურქი ძალების დახმარებით სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ ელ ბაბის სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი მაღლობები აიღეს და ამ ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა 58 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 2 თურქი ჯარისკაცი,15 კი მსუბუქად დაიჭრა.

ამავე ცნობით, ოპერაციის 169-ე დღეს, საარტილერიო დარტყმები მიეყენა დეაშელთა 189 სამიზნეს, ხოლო კიდევ 65 სამიზნე კი თურქული ბომბდამშენებით იქნა განადგურებული, მათ შორის 3 გვირაბი, 2 საკონტროლო-გამშვები პუნქტი და 1 არსენალი.

კოალიციის თვითმფრინავების დაბომბვების შედეგად კი მიწასთან გასწორდა ტერორისტთა კუთვნილი 10 ბინა, 1 გვირაბი, 1 თავდაცვის ობიექტი და 1 ჯავშანტრანსპორტიორი



მსგავსი ინფორმაციები