tsk ოპერაცია

ერაყის ჩრდილოეთის რეგიონებზე საჰაერო თავდასხმაში ლიკვიდირებულ იქნა სეპარატისტული პკკას 12 პოზიცია.

658622
tsk ოპერაცია

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ერაყის ჩრდილოეთში ავაშინ-ბასიანის, გარას, ზაპის და ჰაკურკის რეგიონებზე საჰაერო თავდასხმაში ლიკვიდირებულ იქნა სეპარატისტული პკკას 12 პოზიცია. 

გენ-შტაბის შეტყობინებით, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციების შეფასების შედეგად, გუშინ ღამეს 18.12-20.18 საათებს შორის საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთზე. განადგურდა თავშესაფრად გამოყენებული გამოქვაბულები და სამხედრო მასალების შემნახველი ობიექტების ჩათვლით 12 პოზიცია.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ბაზებში.



მსგავსი ინფორმაციები