ოპერაცია "ევფრატის ფარის" 154-ე დღე

სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ნაწილებისაგან გასაწმენდად 24 აგვისტოს თურქეთის ლიდერობით დაწყებული ოპერაცია ევფრატის ფარის 154-ე დღე

657919
ოპერაცია "ევფრატის ფარის" 154-ე დღე

სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ნაწილებისაგან გასაწმენდად 24 აგვისტოს თურქეთის ლიდერობით დაწყებული ოპერაცია ევფრატის ფარის 154-ე დღეს ხმელეთიდან გრძელ რადიუსიანი დარტყმებით მთლიანობაში DEAŞ-ის 107 ობიექტი დაბომბეს და 13 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაანადგურეს ტერორისტების მიერ თავშესაფრად გამოყენებული ადგილები, თავდაცვითი პოზიციები, სარდლობის საკონტროლო ბაზები, იარაღი და ტრანსპორტი.

საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ალ ბაბის რეგიონში აღმოჩენილი DEAŞ-ის 9 თავშესაფარი გაანადგურეს.

ამავდროულად კოალიციის საჰაერო ელემენტების მიერ ბზაგას და კაბრ ალ მურკის რეგიონებში DEAŞ-ის წინააღმდეგ განხორციელებული 5 საჰაერო ოპერაციის დროს საბრძოლო მასალით დატვირთული 1 მანქანა, 1 თავშესაფარი და 2 ნაღმტყორცნი იქნა განადგურებული.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ოპერაცია , #ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები