რუსულმა ბომბდამშენებმა სირიაში დეირ ეზ ზორი დაბომბეს

ისინი სირიაში ირანის და ერაყის გავლით შევიდნენ

657521
რუსულმა ბომბდამშენებმა სირიაში დეირ ეზ ზორი დაბომბეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზებიდან აფრენილი 6 ცალი Tu-22 ტიპის გრძელ მანძილიანი ბომბდამშენები ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლის შემდეგ სირიაში შევიდნენ და ქალაქ დეირ ეზ ზორში არსებული DEAŞ-ის ობიექტები დაბომბეს, რის შედეგადაც განადგურებულ იქნა ადმინისტრაციული შენობები, იარაღებისა და საბრძოლო მასალების დეპოები.

ამავე ცნობით ბომბდამშენებს მეგზურობას უწევდნენ და იცავდნენ Su-30 და Su-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რა, დავალების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი უვნებლად დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე.

დეირ ეზ ზურში 90 ათასი სამოქალაქო პირია დარჩენილი და ისინი წყლის, კვების პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტს განიცდიან



მსგავსი ინფორმაციები