აქტუალური თემის ანალიზი 3

რა მდგომარეობაშია კვიპროსის სამშვიდობო პროცესი

655880
აქტუალური თემის ანალიზი 3

როგორც ცნობილია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებს, მუტაფა აქინჩისა და ნიკოს ანასტასიადის შორის 3 დღიანი პირისპირი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციით დაგვირგვინდა და მასში დაპირისპირებული მხარეების ლიდერების გარდა მონაწილეობა მიიღეს გარანტიორი ქვეყნების, თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ხუთეულის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კვიპროსის მოლაპარაკება ტექნიკურ დონეზე 18 იანვარს გაგრძელდება, ხოლო მასზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გარანტიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეაფასებენ და თუ რომელიმე საკამათო საკითხის ირგვლივ კვლავ უთანხმოება ჩამოვარდება, მაშინ, საქმეში ხსენებული ქვეყნების პრემიერმინისტრები ჩაერევიან 

ახლა ყველას ერთი კითხვა აინტერესებს: რაიმე განსაკუთრებული ხელშესახები კონსენსუსი თუ იქნა მიღწეული ჟენევის სამიტზე?

ამ კითხვაზე ყველაზე იდეალურ პასუხს ვხედავთ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მხრიდან ჟენევაში, სამ დღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც იგი ამბობს, რომ კვიპროსში ორ თემიანი და ორ რეგიონალურიანი  ფედერალური სტრუქტურის შექმნასთან ახლოს არიან

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის დაპირისპირებული მხარეების ლიდერები 20 თვეა რაც სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და აქ ყველაზე მთავარი და აღსანიშნავი ის იყო, რომ ყველაზე მკაცრი დისკუსიების დროსაც კი მხარეებს მოლაპარაკებებისათვის კარები მთლიანად არ დაუხურიათ რა, ყოველთვის დარჩნენ ოპტიმისტურ მოლოდინში

აი ასეთივე მდგომარეობა იყო ჟენევის სამ დღიანი მოლაპარაკებების დროსაც, თუმცა ყველანი არც ისე ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რომ ამ მოლაპარაკებებიდან რაიმე დადებით შედეგს დალოდებოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხარეები ცდილობდნენ, მინიმუმისათვის მაინც მიეღწიათ

ჟენევის სამ დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ორივე მხარის ლიდერებმა, მუსტაფა აქინჩიმ და ნიკოს ანასტასიადისმა დაიცვეს კეთილი ოპტიმიზმი რა, რაიმე პესიმისტური არაფერი უთქვიათ

ჟენევის მოლაპარაკებებში ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ პირველად მხარეებმა ერთ ერთ ყველაზე საკამათო, მიწის საკითხში თავ თავიანთი რუკები წარუდგინეს გაეროს და ეს რუკები შენახულ იქნა გაეროს სეიფში რა, როცა საჭირო გახდება, მაშინ, ახლიდან განიხილავენ ამ რუკებს.

სხვათა შორის ჟენევის კოფერენციაზე მხარეებმა პირველად განიხილეს კიდევ ერთი საკამათო, უსაფრთხოების და გარანტიორობის საკითხი, რომელიც თურქული მხარისათვის სასიცოცხლო თემას წარმოადგენს, რადგან, 1974 წელს თურქ სამხედროებს რომ არ დაეცვა კვიპროსელი თურქები ბერძენთა თავდასხმებისგან, მაშინ, კუნძულზე ერთი თურქიც კი არ დარჩებოდა. ახლა ბერძნული მხარე დაჟინებულად ითხოვს კვიპროსიდან თურქი სამხედროების გაყვანას და ამ მხრივ მსხვილ დიპლომატიასაც აწარმოებენ, ხოლო კუნძულის თურქული მხარე კი კატეგორიული წინააღმდეგია ამისა

სწორედ ამზე მიანიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ, როცა განაცხადა, რომ თურქეთის გარანტიორობა გაგრძელდება და მის ფარგლებში თურქი სამხედროები კვიპროსზე დარჩებიან, რათა მასზე მცხოვრები თურქების უსაფრთხოება გარანტიის ქვეშ იყოს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის განცხადებით, კუნძულზე ახლოს არიან ორ საზოგადობრივიანი ფედერაციის შექმნასთან, რომელსაც საერთო სახალხო რეფერენდუმზე დაუსვამენ ბოლო წერტილს. მისივე თქმით ეს არც თუ ისე ადვილი იქნება და ამიტომ კონფერენცია იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ მისგან დადებით შედეგს არ მიიღებენ. როგორც ამ განცხადებიდანაც ვხედავთ, სამშვიდობო ძალისხმევა და მცდელობები პრობლემის მოგვარებამდე გაგრძელდება

როგორც ზემოთ ვთქვით, ჟენევაში გარანტიორი ქვეყნები საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყვნენ წარდგენილნი და თურქეთს მევლუტ ჩავუშოღლუ წარადგენდა რა, სწორედ ცამ ფორმატში გაგრძელდება მომავალი შეხვედრები. მანამდის კი, კონკრეტულად 18 იანვარს მხარეები ტექნიკურ დონზე შეხვდებიან და ამ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრები შეაფასებენ; თუ მხარეები აქ დადებით შედეგს მიაღწევენ, მაშინ შეთანხმების ხელმოწერის საკითხში პრემიერმინისტრები იქნებიან მიწვეულნი ჟენევაში და ამით ბოლო წერტილი დაესმება კვიპროსის პრობლემას. აი ასე ოპტიმისტურად გვინდა დავასრულოთ ეს პროგრამა, წერს თურქი პოლიტოლოგი ნედრეთ ერსანელი



მსგავსი ინფორმაციები