ოპერაცია "ევფრატის ფარი"

ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 150-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 23 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

655573
ოპერაცია "ევფრატის ფარი"

თურქეთის შეირაღებული ძალების სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 150-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 23 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების მიხედვით, DEAŞ-ის თაოსნობით ტერორგანიზაციების საფრთხეების მოსასპობად, საზღვრის უსაფრთხოების გასაზრდელად და კოალიციის ძალების დასახმარებლად 24 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის 150-ე დღეს ოპოზიციური ნაწილებისგან შემდგარმა სპეცდანიშნულების ჯგუფებმა ხმელეთიდან და ჰაერიდან ინტენსიური სროლებით სუფლანიაჰის უბანზე კონტროლი დაამყარეს.

აღმოჩენილი DEAŞ-ის 205 სამიზნე დაბომბეს, რომელთა შორისაც იყო ტერორისტების თავშესაფრები, თავდაცვითი პოზიციები, მართვის კონტროლის ბაზები, იარაღი და სატრანსპორტო საშუალებები.

საჰაერო ძალების სარდლობამ ალ ბაბში, ბზაგაში, კაბასინის სამხრეთსა და სუფლანიაჰის რეგიონებში აღმოჩენილი DEAŞ-ის 19 სამიზნეზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად თავშესაფრად გამოყენებული 13 შენობა და ტრანსპორტი გაანადგურა.

კოალიციის საჰაერო ნაწილების მიერ ჩატარებული 4 საჰაერო ოპერაციის დროს კი თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ნაწილების კოორდინაციით ტადიფისა და ბზაგაში აღმოჩენილი DEAŞ-ის სამიზნეები გაანადგურეს.

ოპოზიციის მხარდაჭერის უზრუნველმყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა-გაუვნებელყოფის ჯგუფებმა 49 ხელნაკეთი ასაფეთქებელი გაანადგურეს.

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 3 ათას 14 ხელნაკეთი ასაფეთქებელი და 43 ნაღმი იქნა გაუვნებელყოფილი.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია ევფრატის ფარი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები