კვიპროსის მოლაპარაკებები ჟენევაში გრძელდება

ამჯერად შეხვედრები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს

655434
კვიპროსის მოლაპარაკებები ჟენევაში გრძელდება

 

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე კუნძულ კვიპროსის მოლაპარაკებების მეორე ტური დასრულდა.

ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 იანვარს დაიწყო და იგი გარანტიორი ქვეყნების, თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გასულ კვირას დასრულდა, ხოლო გუშინ წინდელი შეხვედრა კი ტექნიკურ დონეზე გაგრძელდა რა, როგორც განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კუნძულის საკითხებში ესპენ ბარტ ეიდემ, ეს ორ დღიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რადგან მხარეებმა როგორც სამუშაო ჯგუფების უსაფრთხოების, ასევე გარანტიის შემცველი ქვეთავები 4 სხვადასხვა შეკრებაზე დეტალურად და ბოლომდის განიხილეს, რითაც ნიადაგი მოუმზადეს მომდევნო ეტაპისათვის ტექნიკური მზადების დასრულებას.

ახლა ელიან, რომ დღეს, ე.ი. მოლაპარაკებების მესამე დღეს ჯერ ორმხრივი, შემდეგ კი შერეული შეხვედრები გაიმართება. რაც შეეხება მომდევნო ეტაპზე მხარეების ლიდერების პირისპირ შეხვედრას, ასეთი სამიტის თაობაზე შესაბამისი შეთანხმება უფრო ადრე იქნა მიღწეული და მის ფარგლებში მუსტაფა აქინჩი და ნიკოს ანასტასიადისი 26 იანვარს ლეფკოსაში შეხვდებიან რა ერთმანეთს, ყურადღებას დაუთმობენ გარანტიორ ქვეყნებთან ერთად ხუთეულის კონფერენციაზე განსახილველ თემებს.

ამჟამად მხარეებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებში შედის ეკონომიკა, ევროკავშირი, საკუთრება, მართვა და ძალთა გადანაწილება, საზღვრები და უსაფრთხოება



მსგავსი ინფორმაციები