ერაყის პრემიერი, პკკა თურქეთი

არ დაუშვებენ თურქეთზე თავდასხმები განახორციელოს სეპარატისტულმა ტერ-ორგანიზაცია პკკამ ერაყის ტერიტორიების გამოყენებით

643823
ერაყის პრემიერი, პკკა თურქეთი

ერაყის პრემიერის ჰაიდარ ელ იბადის განცხადებით, რომელიც გაავრცელა დედაქალაქ ბაღდადის მწვანე რეგიონის მთავრობის სასახლის ბრიფინგზე,  არ დაუშვებენ თურქეთზე თავდასხმები განახორციელოს სეპარატისტულმა ტერ-ორგანიზაცია პკკამ ერაყის ტერიტორიების გამოყენებით.  

აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია მათი კონსტიტუციითაც. იბადი შეეხო პრემიერ ბინალი ილდირიმის 5-6 იანვარს, ერაყის ვიზიტსაც და აღნიშნა რომ ვიზიტი განხორციელდება ურთიერთ ვიზიტების და კონტაქტების განმტკიცების ფარგლებში.

მათი მიზანია თურქეთთან და ყველა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების და სავაჭრო  კონტაქტების განმტკიცება.  მუსულის, დეაშისგან გამოხსნის ოპერაციასთან დაკავშირებით კი, აღნიშნა, რომ უშიშროების ძალებმა უკანასკნელ პერიოდში დეაშის წინააღმდეგ საკმაო წინსვლას მიაღწიეს. ორგანიზაციის სამუდამო განადგურებისთვის კი, მსოფლიო სახელმწიფოებისგან მოითხოვა  სადაზვერვო მონაცემების გაზიარების საკითხში მხარდაჭერა. იბადიმ, ისიც დაამატა, რომ განთავისუფლებული რეგიონების ოჯახებისთვის დაიწყო კვების ბარათების დარიგება და სკოლების ხელახლა გახსნა.

ერაყში აშკარა ომს წარმართავენ ტერორის წინააღმდეგ.  ბაღდადში, ნეჯეფსა და სალაჰედდინის თავდასხმებთან დაკავშირებით კი, აღნიშნა, რომ არსებობს უსაფრთხოების სისუსტე, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მანქანების მოძრაობის გაკონტროლების მიზნით, უსაფრთხოების ძალებს ახალი მითითებები მიეცათ.



მსგავსი ინფორმაციები