ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 52.2016

DEAŞ-ის შემდგომი ლიბია

641201
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 52.2016

DEAŞ-ის შემდგომი ლიბია

დაახლოებით 6 თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ DEAŞ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ლიბიის ქალაქი სირტე და მიმდებარე რეგიონი გათავისუფლებული იქნა. ქალაქს 2015 წლის დასაწყისიდან ტერორისტული ჯგუფი აკონტროლებდა. ქვეყანაში შექმნილი სახელისუფლებლო სიცარიელით ტერორგანიზაციამ ისარგებლა და სირტეში ხელსაყრელი საფუძველი შეიქმნა. უეჭველია, რომ სირტეს გათავისუფლებამ ლიბიაში DEAŞ-ის არსებობა და საფრთხე სერიოზულად შეამცირა. თუმცა ლიბიაში არსებული ქაოსის აღმოსაფხვრელად უფრო მეტია საჭირო. სხვადასხვა პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

სირტე მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ იგი DEAŞ-ის მიერ სირიისა და ერაყის ტერიტორიის გარეთ კონტროლირებადი ერთადერთი ადგილია. ამასთანავე საყურადღებოა მისი ევროპასთან სიახლოვე. DEAŞ-ს სირტესთან ერთად ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე 150 კილომეტრიანი სანაპირო ზოლიც კონტროლის ქვეშ ჰქონდა. გაეროს მხარდაჭერით ეროვნული თანხმობის მთავრობამ და მათმა მოკავშირე მისრატელმა შეიარაღებულმა ძალებმა რთული ბრძოლის შედეგად DEAŞ-ის სირტედან გაძევება მოახერხეს.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას DEAŞ-ის საწინააღმდეგოდ თავიდანვე ერთადერთი არჩევანი ჰქონდა. ტერორგანიზაციის დამარცხება და სირტეზე კონტროლის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნაში სადაც სამი სხვადასხვა მთავრობა მოქმედებს, შეუძლებელი იყო სხვა ალტერნატივა. ამასთანავე შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც ეროვნული ერთობის მთავრობას ისევ არ აღიარებს, იმისთვის რომ მიმზიდველი ცენტრი გამხდარიყო, სირტეში წარმატებული უნდა ყოფილიყო.

ამ ერთადერთმა არჩევანმა ეროვნული ერთობის მთავრობის თავმჯდომარეს ფაიზ სირაჯის ამერიკის ხელისუფლებისგან დახმარების თხოვნისკენ უბიძგა. 1 აგვისტოდან მოყოლებული ამერიკის თვითმფრინავები DEAŞ-ის სამიზნეებს ბომბავენ, თუმცა ნამდვილი ბრძოლა ტერორგანიზიციის წინააღმდეგ ლიბიელებმა წარმართეს. ეროვნული ერთობის მთავრობამ ამ ბრძოლაში 730 ადამიანი დაკარგა, 3 ათასამდე კი დაიჭრა.

კარგით, მაგრამ ამერიკელი სამხედროების დახმარებით DEAŞ-ის წინააღმდეგ მიღწეული წარმატება ეროვნული ერთობის მთავრობის ავტორიტეტის უზრუნველყოფით ლიბიის მთლიანობას თუ გაუხსნის გზას? 

ეს სამწუხაროდ არც თუ ისე ადვილი იქნება. იმისათვის, რომ ლიბიაში ერთმანეთთან კონფლიქტის მქონე მხარეები ერთად შეკრიბონ და ერთი მთავრობის ავტორიტეტი იქნას დამყარებული, სამი მთავარი საკითხი უნდა გადაილახოს.

პირველი, DEAŞ-ის ისევ ორგანიზებისა და საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.

უეჭველია, რომ DEAŞ-ის სტრატეგიის კუთხით სირტე, გეოგრაფიული მდებარეობით საკმაოდ იდეალური ქალაქია. მიუხედავად ორგანიზაციის მიერ სირტეში სტრატეგიული დანაკარგისა ეს მთლიანად ლიბიის დაკარგვას არ ნიშნავს. DEAŞ-ის სირტედან გაქცეულ და ლიბიის სხვა ადგილებში წასულ მილიტანებს ადგილობრივი პირობების შესაბამისად ისევ შეუძლიათ ორგანიზება. უდაბნო ხელსაყრელი ადგილია თავიდან მილიტანიზაციისათვის. საზღვრები, რომელიც თითქმის არ კონტროლდება და რამდენიმე საგვარეულოსგან შემდგარი მოსახლეობის მქონე რეგიონი სტრატეგიული ადგილია ტერორგანიზაციის დროებითი უკან დახევისთვის. DEAŞ ადვილად ერწყმის არსებულ გარემოს. შესაძლებელია მათი ბოკო არამთან და ალ ქაიდასთან თანამშრომლობაზე წასვლა. ამის გამო DEAŞ-ის საფრთხე და მუქარა არ შეიძლება ჩაითვალოს სრულად დამთავრებულად.

მეორე საკითხია სირტეს გათავისუფლებით ეროვნული ერთობის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტის გაღვივება.

განსაკუთრებით ტობრუკში წარმომადგენელთა პალატის გავლენის ქვეშ მომქცევი გენერალ ჰალიფე ჰაფთერის სარდლობაში მყოფი ლიბიის ეროვნული არმიისათვის შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა გავლენიანი. ლიბიის ეროვნული არმიაც შეიარაღებული ძალების კოალიციაა. სირტეს გათავისუფლებას ეროვნული ერთობის მთავრობის გენერალური სტრატეგიის კუთხით სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ვხედავთ რომ ჰაფთერმა ამ სიმბოლური ფასეულობის მოგებად გარდაქმნის ხელის შესაშლელად მოქმედება დაიწყო. მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა და შეეცადა მხარდაჭერის მოპოვებას, დასავლეთ ლიბიაში მოკავშირეებს „ტრიპოლის გასათავისუფლებლად“ მოქმედების დაწყებისაკენ მოუწოდა, რაც ზემოთ თქმულის კონკრეტული მაჩვენებელია.

მესამე ნავთობის წარმოებაზე გაბატონების კონკურენცია.

ნავთობის რესურსებზე გაბატონება ქვეყანაში ლეგიტიმურობის მოპოვების მნიშვნელოვანი ელემენტია. რადგანაც ნავთობის რესურსებზე კონტროლის დამმყარებელი მხარე ამავდროულად ეროვნულ შემოსავალს გააკონტროლებს და შესძლებს გავლენა მოახდინოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მაშინ როდესაც ეროვნული ერობის მთავრობა DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლით მთელი მსოფლიოსთვის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ლიბიის იმედია, ჰაფთერი ჰილალის რეგიონზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რაც ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ რეგიონის აღებით ჰაფთერი და ლიბიის ეროვნული არმია, ცდილობდა ეჩვენებინა რომ ეროვნული ერთობის მთავრობას სტრატეგიული რესურსების დაცვის ძალა არ ჰქონდა. ამასთანავე ნავთობის იმპორტის განახლების უზრუნველყოფით ლეგიტიმაციის საძირკველის მომზადება სურდა. 

სირტეში მიღწეულმა ბოლო წარმატებამ ლიბიელებს აჩვენა, რომ საერთო მტრის დამარცხება მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი. ლიბიის სხვადასხვა პოლიტიკურ და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ძალისა და სიმდიდრის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

მაგრამ ჭეშმარიტება რაც ვერ დაიმალება ის არის რომ ლიბიელებს შორის დაყოფისა და კონფლიქტის გამღვივებელი რეგიონალური და საერთაშორისო ძალების როლია. ამ ძალების ლიბიაში შესრულებული როლი დადებით ჩართულობას არ შეიცავს. მაშინ როცა ლიბიელების მიერ ამ ქაოტურ მდგომარეობაში საკუთარი პრობლემების მხოლოდ მათ მიერ მოგვარება შეუძლებელია.  

ამასთანავე საერთაშორისო და რეგიონალური ძალები ლიბიის პოლიტიკაზე საჭიროა შეთანხმდნენ. თუ ლიბია მთლიანობას შეინარჩუნებს ამერიკის თაოსნობით დასავლურმა ქვეყნებმა სხვა ადგილობრივ მოთამაშეებზე თამაშზე უარი უნდა თქვან. ერთის მხრივ ეროვნული ერთობის მთავრობის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ჰაფთერის მიმართ ღია სიმპათიის გამოხატვას ვითარება ჩიხში შეჰყავს.


საკვანძო სიტყვები: #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები