ჰალიდ მეშალი გაერო გადაწყვეტილება

გაერომ, ისტორიაში, პირველად მიიღო პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპანტების წინააღმდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება

638023
ჰალიდ მეშალი გაერო გადაწყვეტილება

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს თავჯდომარე ჰალიდ მეშალი მოხსენებით გამოვიდა „Yedi Hilal“-ის საზოგადოების ინიციატივით, პირველად ჩატარებულ    სტამბოლის ჰალიჯის კონგრესის სუპრა ნაციონალურ სხდომაზე. პალესტინის შინაარსის სხდომაზე სტუმრად მიწვეულმა ჰალიდ მეშალმა, შეფასება მისცა გაეროს უშიშროების საბჭოს, ისრაელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დასახლებითი საქმიანობის დაუყოვნებლივ და სრულიად შეჩერების გადაწყვეტილებას. აღნიშნა, რომ გაერომ, ისტორიაში, პირველად მიიღო პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპანტების წინააღმდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც მოწონებით ხვდებიან. საკითხთან დაკავშირებით, გაეროს მხრიდან, უფრო მეტი გადაწყვეტილებების გამოტანის იმედი აქვთ.  

ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამავე დროს იგი ატარებს პალესტინელი ხალხისთვის დაბრუნების რეპუტაციის მნიშვნელობას.

იგი  შეეხო, თურქეთის, ფეტოს ტერ-ორგანიზაციის პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY)   15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის შეფერხების შექმნასაც და აღნიშნა, რომ თურქმა მოძმე ხალხმა, ქუჩებში გამოსვლით და პუტჩის შეჩერებით, შესძლო ეპოსის დაწერა. როგორც დიდი თურქი ერის შვილებმა შესძლეს ერთ ღამეში პუტჩის აღკვეთა, ისე პალესტინელი ხალხი შესძლებს სიონიზმის დამარცხებას. სხდომის დასრულების შემდეგ, ჰალიდ მეშალს, საჩუქრად გადაეცა მესჯიდი აქსას ამსახველი სურათი.



მსგავსი ინფორმაციები