ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 51

ალეპოს დაცემა ესადის რეჟიმს ქვეყნის კრიზისს მოაგვარებინებს?

631990
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 51

ჯერ კიდევ 10 თვის წინ სირიელი ექიმი უსამე ებუ ელ ეზზი მოთქვამდა, რომ ალეპოში კუბოების დეფიციტს განიცდიან. მართლაც და, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, ე.ი. რაც ესადის რეჟიმის ძალებმა ალყაში მოაქციეს ქვეყნის სიდიდით ეს მეორე ქალაქი, მას შემდეგ ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ყოველდღიური ცხოვრება წამიერი გახდა, რადგან ქალაქი, განსაკუთრებით კი ოპოზიციის კონტროლ ქვეშ მყოფი რაიონები, ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის და ესადის ბომბდამშენების მხრიდან, ამიტომაც ყველანი სიკვდილის შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. 

სწორედ იმ დროს ერთმა საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაციამ ალეპოში შექმნილი მდგომარეობისადმი გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთის და ესადის ბომბდამშენები რატომღაც ყველაზე ინტენსიურად მიზანში სამოქალაქო ობიექტებს, სკოლებს, კლინიკებს და საავადმყოფოებს იღებენო, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ამავე ორგანიზაციის განცხადებით ასე ხდებოდა მორატორიუმის გამოცხადების პერიოდშიც, ასე რომ, ალეპოში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები ომის სტრატეგიის ნაწილთაგანი გახდა. ამით სამთავრობო ძალებს უნდოდათ მშვიდობიანი მოსახლეობა აიძულებინათ ქალაქის დატოვებაზე  

ბოლო 5 წლის განმავლობაში ალეპოში დაღუპულებს შორის მრავლად იყვნენ ექიმებიც და ადამიანის უფლებების დაცვის ექიმთა ორგანიზაციის მონაცემებით, ამ 5 წლის განმავლობაში ალეპოში, მიმდინარე წლის აპრილის თვემდის მოქმედ 270 ჯანდაცვის ცენტრზე 382 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა და 730 ექიმი დაიღუპა. აპრილის შემდეგ დეკემბრამდის კი კიდევ 54 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, ე.ი. თავდასხმები ჯანდაცვის ცენტრებზე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა  

13 დეკემბრიდან ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილიც ესადის რეჟიმის კონტროლ ქვეშ გადავიდა და ამით ეს ქალაქი მთლინად ესადის ხელში მოიქცა. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის დასავლეთის გულგრილ დამოკიდებულებას, რასაც უკვე აღარ მალავენ თვით ხსენებული ქვეყნების პარლამენტებშიც და მთავრობებშიც. ინგლისის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ამჟამად კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ჯორჯ ობსორნე ამ კვირას თემთა პალატაში დასავლეთისადმი თვითკრიტიკით გამოვიდა და თქვა: თუ ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სირიის საკითხში არ გვაქვს რაიმე პასუხისმგებლობა, მაშინ, როგორც ამ თემთა პალატაში მსხდომები, ჩვენ თავს ვიტყუებთ. ალეპოს ტრაგედია წარმოქმნა დასავლეთის, ამერიკის და ინგლისის ლიდერთა მხრიდან გულგრილობის გამოჩენამ 

ორი კვირის წინ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ნორბერტ რენტგენმა კი სირიის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ ალეპო, ბოლო წლებში დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი კატასტროფების სიმბოლო გახდაო

მოკლედ, ის დასავლეთი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აცხადებდა, რომ გერმანელი ნაცისტების მხრიდან ჩადენილ გენოციდს აღარ დაუშვებდნენ, მალე დაივიწყეს ეს ნათქვამი. ალეპოს ხოცვა ჟლეტის მსგავსი ტრაგიკული მოვლენები რამდენიმე წლით ადრე პალესტინაში, ბოსნიაში, რუანდაშიც განხორციელდა. არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ 2013 წელს ესადმა ქიმიური იარაღიც გამოიყენა და დასავლეთს არც მაშინ ამოუღია ხმა, პირიქით, მათ რუსეთის მიერ დაკანონებული წესებით დაიწყეს მოქმედება. ასე რომ, თუ რამდენიმე წლის შემდეგ სირიაში ომის დამნაშავეების სასამართლო გაიმართება, ამ სიაში დასავლელი ლიდერებიც უნდა შევიდნენ

ალეპოს დაცემა იმას არ ნიშნავს, თითქოს და ესადის ძალები ძლიერები არიან. არამც და არამც, რადგან, მას უშველეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ირანულმა და ერაყულმა შიიტურმა ფორმირებებმა და კიდევ ჰისბულახელებმა. თორემ, ესადი ძლიერი რომ ყოფილიყო, მაშინ, პალმირა ამ ახლო დღეებში ახლიდან DAEŞ-ს ხელში არ გადავიდოდა

ოფიციალური დამასკოს პრეტენზიის საპირისპიროდ, ალეპო თავისუფალი არ გამხდარა. უბრალოდ, ზემოთხსენებულმა უცხოელმა ძალებმა ურდოსავით გადაუარეს ამ ქალაქს და ელიან, რომ ახლა მათ წინააღმდეგ ოპოზიცია პარტიზანულ ბრძოლას დაიწყებს, რასაც ხელს შეუწყობს ესადის რეჟიმის მხრიდან დამარცხებულების მიმართ ყოველგვარი ზეწოლის გაზრდა

ასე თუ ისე, სირიაში სამოქალაქო ომის შედეგად დიდი ნგრევები განხორციელდა, მიწასთან გასწორდა ქალაქები და სოფლები, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალი გახდა და მილიონობით კაცმა კი უცხოეთს შეაფარა თავი. თუ ესადი კვლავ დარჩება ხელისუფლებაში და გააგრძელებს ზეწოლის პოლიტიკას, მაშინ, ეს ქვეყანა კიდევ ათ წლობით ვერ ეღირსება მშვიდობა-სტაბილურობას, თანაც უკვე აუცილებელი გახდა რადიკალური სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა უფსკრულის წინაშე აღმოჩნდება

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები