ალეპოში კვლავ სამოქალაქოები დაბომბეს

დაიღუპა 46 ადამიანი

626745
ალეპოში კვლავ სამოქალაქოები დაბომბეს

ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის უფროსმა ნეჯიპ ენსარიმ თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ აჟანსისათვის“ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ესადის ძალებმა მასიური საჰაერო შეტევა განახორციელეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც სირიის ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და ამ თავდასხმებს მთლიანობაში კიდევ 46 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 230 დაიჭრა.

მისივე თქმით სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით მასიური თავდასხმები 15 ნოემბრიდან დაიწყეს და მას უკვე 935 სამოქალაქო პირი შეეწირა, ხოლო ამის პარალელურად ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ დგას, განსაკუთრებით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რადგან, საჰაერო დარტყმების შედეგად აქ სკოლები, საავადმყოფოები და პურის საცხობები მთლიანად განადგურდა  



მსგავსი ინფორმაციები