ქურთი ტერორისტების ლიდერებს პატიმრობა გამოეტანათ

დასაპატიმრებელთა სიაში სულ 48 ტერორისტია

615674
ქურთი ტერორისტების ლიდერებს პატიმრობა გამოეტანათ

თურქეთის სასამართლომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიული განშტოება  PYD-ს ლიდერების დაკავების დადგენილება გამოიტანა.

ეს დადგენილება მიმდინარე წლის 17 თებერვალს ანკარაში სამხედროებით სავსე ავტობუსზე განხორციელებული ტერაქტის გამოძიების ფარგლებში იქნა გამოტანილი და იგი შეეხება ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში თავშეფარებულ PKK-ს ისეთ ლიდერებს, როგორებიც არიან ჯემილ ბაიკი, მურატ კარაილანი და ფეჰმან ჰუსეინი.

დაპატიმრების დადგენილება ეხებათ ასევე პკკ-ას ევროპელ ლიდერებს, ზუბეირ აიდარს, რემზი კართალს და  კიდევ სირიაში მოღვაწე PYD-ს ლიდერ სალიჰ მუსლიმს, სულ მთლიანობაში კი 48 ტერორისტს



მსგავსი ინფორმაციები