ოპერაცია ევფრატის ფარის 87-ე დღე

24 აგვისტოს დაწყებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ბრძოლებში გუშინ  1 ოპოზიციონერი დაიღუპა

613593
ოპერაცია ევფრატის ფარის 87-ე დღე

სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ნაწილებისაგან გასაწმენდად თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიდერობით 24 აგვისტოს დაწყებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ბრძოლებში გუშინ  1 ოპოზიციონერი დაიღუპა.

ოპერაციის 87-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ს 80, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-ს 1 სამიზნეს ცეცხლი გაუხსნეს.

განადგურებული იქნა ტერორისტების თავშესაფრები, თავდაცვითი პოზიციები, სარდლობის საკონტროლო ბაზები, იარაღი და სატრანსპორტო საშუალებები.

ამავდროულად, ალ ბაბის დასავლეთში მდებარე ალ ქუფაირის რეგიონში თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე გახორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მსუბუქად დაშავდა.

ქარადაღის რეგიონში კი სახმელეთო ინტენსიური სროლებით ოპოზიციურიმა ნაწილებმა 5 დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს.

ამგვარად , ოპერაციის დაწყებიდნ დღემდე 212 დასახლებაზე დაახლოებით 760 კვადრატულ კილომეტრზე იქნა კონტროლი დამყარებული.

რეგიონში დღის მანძილზე მომხდარ შეტაკებებში 1 ოპოზიციონერი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. PYD/PKK -ს 4 და DEAŞ-ის 1 წევრი იქნა ლიკვიდირებული.

დაკავებულ ტერიტორიებზე 3 ნაღმი და 12 ხელნაკეთი ასაფეთქებელი გააუვნებელყვეს. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში 39 ნაღმი და 1587 ხელნაკეთი ასაფეთქებელი იქნა გაუვნებელყოფილი.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #ევფრატის ფარი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები