DEAŞ-მა მოსულში ათეულობით მშვიდობიანი ადამინი მოკლა

გაეროს განცხადებით, ტერორგანიზაცია DEAŞ-მა ერაყის ქალაქ მოსულში ღალატში დადანაშაულებული სამოქალაქო პირები მოკლა

608968
DEAŞ-მა მოსულში ათეულობით მშვიდობიანი ადამინი მოკლა

გაეროს განცხადებით, ტერორგანიზაცია DEAŞ-მა ერაყის ქალაქ მოსულში ღალატში დადანაშაულებული სამოქალაქო პირები მოკლა.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, მოსულში ალყაში მოქცეულმა ტერორისტებმა 40 სამოქალაქო პირი ჩამოახრჩეს. მობილური ტელეფონის მომხმარებელი 20 სამოქალაქო პირი კი ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დახვრიტეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის პრესმდივანმა რავინა შამდასანიმ განცხადა, რომ DEAŞ-ს მიერ გატაცებული ქალებიდან ზოგიერთი ტერორისტებს გადასცეს ზოგს კი ესკორტში იყენებენ.

შამდასანის ცნობით ტერორგანიზაცია მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში ამონიუმსა და გოგირდს ინახავს და მომდევნო დღეებში შესაძლოა ქიმიური თავდასხმა განახორციელოს.

ამავდროულად მოსულის სამხრეთში მდებარე ჰამამ ალიში კვირის დასაწყისში ნაპოვნ საერთო საფლავში აღმოჩენილ ცხედართა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.  

რეგიონში მანამდე 100 ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს.

სპეციალისტთა განცხადებით, საფლავები ერთი ან ორი თვისაა და ცხედართა უმრავლესობა არ გახრწნილა.

მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-სგან გასათავისუფლებლად ერაყის არმიის შენაერთებმა, ფეშმერგეებმა და ნინოვას მოჯაჰიდებმა, რომელთა დიდი ნაწილი ბაშიკას ბანაკში თურქი სამხედროების მიერაა გაწვრთნილი, ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.  

ოპერაციის მეშვეობით დღემდე ასზე მეტი სოფელი და რამდენიმე დაბა გაათავისუფლეს.

ბოლო მონაცემებით, საცხოვრებლის დატოვება მოუწია 35 ათასამდე ადამიანს.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #DEAŞ , #ტერორგანიზაცია , #მოსული

მსგავსი ინფორმაციები