კვიპროსის ლიდერები შვეიცარიაში შეიკრიბნენ

“2016 წლის დასასრულამდის მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა მოხდეს“

606486
კვიპროსის ლიდერები შვეიცარიაში შეიკრიბნენ

კვიპროსის საკითხის მოლაპარაკება გაეროს შუამდგომლობით შვეიცარიის  ქალაქ მონტ პელერინში დაიწყო და წარმატებებით გრძელდება. დიპლომატიური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონტ პელერინში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერ მუსტაფა აქინჯისთან და სამხრეთ კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიასთან შეხვედრა გამართა.  

ბან კი მუნმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ სურთ 2016 წლის დასრულებამდე კვიპროსის საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას. მონტ პალერინიში   მომდინარე მოლაპარაკებებზე მმართველობის, ძალების გადანაწილების, ქონების მართვის, ევროკავშირის და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბოლო 18 თვის მანძილზე მხარეების ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მომდევნო შეხვედრაზე კვიპროსის თურქული მხარე გარანტიორი ქვეყნების თურქეთ-საბერძნეთ-ინგლისის მონაწილეობით ხუთთა კონფერენციის ჩატარებას და ამ მიზნით ადგილისა და დროის დანიშვნას მოითხოვს.

 შვეიცარიაში მიმდინარე კვიპროსის საკითხის მოლაპარაკება 11 ნოემბერს დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები