სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა

ამის შესახებ მან პირადად განაცხადა

605628
სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა, რადგან უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა  სათანადო დონეზე არ წარმოებს.

“მე თანამდებობიდან წასვლა გადავწყვიტე. ჩემს ბრძოლაში ახალი ეტაპი დაიწყო. მე არ დავნებდები, არც დავიღლები“, განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში ამ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიწვია და მოქალაქეობაც მისცა რა, გასული წლის მაისიდან სააკაშვილი ოდესის გუბერნატორს წარმოადგენდა.  

სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ყველა პლატფორმაზე კორუფციაში სდებდა ბრალს



მსგავსი ინფორმაციები