საბერძნეთი პუტჩისტები

ფეტოს ტერ-ოგანიზაციის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 8 პუტჩისტის მეთვალყურეობის ვადა გაგრძელდა

603515
საბერძნეთი პუტჩისტები

ფეტოს ტერ-ოგანიზაციის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 8 პუტჩისტმა, სიკორსკის თვითმფრინავით საბერძნეთის დედეაღაჯის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ, საბერძნეთისგან თავშესაფარი მოითხოვა.    საბერძნეთში გაქცეული ხსენებული 8 პუტჩისტის თურქეთისთვის ექსტრადაციის სასამართლო პროცესის ფარგლებში მეთვალყურეობის ვადა გაგრძელდა.   ათენ-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გუშინ ისინი, პროკურორის წინაშე წარსდგნენ და ამით, თურქეთისთვის ექსტრადაციის საკითხში გადაიდგა პირველი ნაბიჯი. სასამართლოზე წარდგენამდე კი, მეთვალყურეობაში ყოფნა გაგრძელდება. გარდა ამისა, მათ შესახებ თურქეთს მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციების მიწოდება.  8 პუტჩისტიდან 7-ის თავშესაფრის მოთხოვნა არ იქნა მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები