მოსულის გასათავისუფლებლად ოპერაცია გრძელდება

ერაყის ქალაქ მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან გასათავისუფლებლად 17 ოქტომბერს ოპერაციის დაწყებიდან 4 დღე გავიდა

593753
მოსულის გასათავისუფლებლად ოპერაცია გრძელდება

ერაყის ქალაქ მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან გასათავისუფლებლად 17 ოქტომბერს ოპერაციის დაწყებიდან 4 დღე გავიდა.

მოსულისკენ სამხრეთიდან ერაყის არმია, აღმოსავლეთიდან კი ფეშმერგეები მიიწევენ და ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებს სათითაოდ ათავისუფლებენ. საერთაშორისო კოალიციის ძალების თვითმფრინავებმა ბაშიკას დაბაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის სამიზნეებზე საჰაერო შეტევა განახორციელეს.

ბაშიკას მთაზე დისლოცირებულმა აშშ-ს საარტილერიო შენაერთმა ჰაუბიცებით ოპერაციას მხარდაჭერა გაუწია.

რუსეთში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ოპერაციისათვის თვალყურის სადევნებლად სადაზვერვო თანამგზავრი და უპილოტო საფრენი აპარატებიო რეგიონისკენ მიმართა.   

ამავდროულად, ამერიკელმა უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების გამო ტერორგანიზაცია DEAŞ-ის ლიდერების მიერ ქალაქის დატოვების ნიშნები არსებობს.

ქალაქში სავარაუდოდ, DEAŞ-ის წევრი დაახლოებით ხუთი ათასი ტერორისტი იმყოფება.

ტერორისტები კი ქალაქიდან გაქცევის აღსაკვეთად მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.

გაეროს ცნობით, ოპერაციის პირველ კვირაში 200 ათასი, ყველაზე ცუდი სცენარის გათვალისწინებით კი ერი მილიონი ადამიანი შესაძლოა იძულებული გახდეს საცხოვრებელი მიატოვოს.

მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან გასაწმენდად 17 ოქტომბერს ოპერაცია ერაყის არმიის შენაერთებმა, ფეშმერგეს ძალებმა და უმრავლესობა ბაშიკას ბანაკში თურქი სამხედროების მიერ გაწვრთნილმა „ნინოვას მოჯაჰიდებმა“  დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ოპერაცია , #მოსული

მსგავსი ინფორმაციები