მოსულის ოპერაციაში მეორე დღე დაიწყო

პირველი დღე წარმატებით დასრულდა

591619
მოსულის ოპერაციაში მეორე დღე დაიწყო

ერაყიდან მიღებული ცნობებით, მოსულის ოპერაციის ფარგლებში ქალაქის სამხრეთში მდებარე ელ ქაიარეს მახლობლად 2 დასახლება დეაშელებისაგან განთავისუფლებულ იქნა.

პენტაგონის განცხადებით ოპერაციის პირველი დღე იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე ელოდნენ. პენტაგონის პრეს წარმომადგენლის პეტერ გოოქის თქმით ფრონტის წინა ხაზზე ერაყის არმია და ქურთი ფეშმერგები არიან, ხოლო მათ უკან ამერიკული ძალები დგანან. იგი შეეხო რა თურქი ჯარების მოსულის ოპერაციაში მონაწილეობას, თქვა, რომ ეს საკითხი ანკარამ და ბაღდადმა უნდა მოაგვარონ, რამეთუ საერთო მტერი  DEAŞ-ის ტერ ორგანიზაციაა.

თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა ჯოს ერნესტმა ოპერაციის ვადაზე საუბრისას თქვა, რომ მათ არ აქვთ დადგენილი რაიმე განსაზღვრული ვადა. მისი თქმითაც ამერიკელები მხოლოდ სამხედრო კონსულტაციებს და რჩევებს აძლევენ ერაყულ ძალებს და ოპერაციებში პირდაპირ არ ერევიან.

კოალიციის ძალების სარდლის, ამერიკელი გენერალ ლეიტენანტის სტეფენ ტოუნსენდის განცხადებით მოსულის ტერორისტებისაგან გაწმენდას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს და ამისათვის ყველანაირი მომზადება აქვს ერაყულ ძალებს, რომლებსაც მხარს უჭერენ კოალიციის ჯარებიც.

საფრანგეთის გენშტაბის განცხადებით მათმა ავიაციამ, რომლებთაგანაც 4 იორდანიიდან აფრინდა და 3 კი ხმელთაშუაზღვაში მცურავ ავია გემ  Charles de Gaulle-დან, მოსულის სამხრეთში მდებარე საწვავის დეპო ააფეთქეს.

ამავე განცხადებით 25 ოქტომბერს პარიზში 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით მოსულის ოპერაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები