მოსულის ოპერაცია დაიწყო

2 წელზე მეტია რაც ეს ქალაქი DEAŞ-ის ხელშია

590819
მოსულის ოპერაცია დაიწყო

როგორც განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ელ აბადიმ, ქალაქ მოსულის დეაშისაგან განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო და ამიტომ ქალაქის მცხოვრებლებს ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებთან სოლიდარობისკენ მოუწოდა. 

ერაყის ძალებთან ერთად ამ ოპერაციაში მონაწილეობს დაახლოებით 15-18 ათასამდე ქურთული ფორმირება  “ფეშმერგების“-ს ნაწილებიც და ბაშიკას სამხედრო ბაზაზე თურქი სამხედრო ინსტრუქტორების მხრიდან მომზადებული სუნიტური დაჯგუფებებიც.

მოსულს, რომელიც 2 წელია რაც   DEAŞ-ის ხელშია, ამერიკული ძალებიც მძიმე არტილერიით ბომბავენ, ხოლო კოალიციის თვითმფრინავებიც მასიურად ბომბავენ ტერორისტების სამიზნეებს.

პირველადი ცნობებით ფეშმერგები ერბილ-მოსულის გზატკეცილზე მდებარე სოფლებისკენ მიიწევენ, თუმცა მათ დიდ წინააღმდეგობას უწევენ ტერორისტები.

ოპერაციის ფარგლებში უპირველესად ჰამდანიეს დასახლების განთავისუფლება იგეგმება, სადაც უმრავლესობა ქრისტიანები ცხოვრობენ.

პენტაგონის განცხადებით მოსულის წარმატებულ ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ექნება დეაშის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში  



მსგავსი ინფორმაციები