მინისტრის ვიზიტი ბაშიკას ბაზაზე

ერაყის მთავრობის ბრალდების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მოსულის ახლოს ბაშიკას ბანაკი უნებართვოდ შეიქმნა, იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრის ჰალიდ ალ უბეიდის რეგიონში გაწვრთნილი სამხედოების მონახულებისას გადაღებული კადრები გავრცელდა

589485
მინისტრის ვიზიტი ბაშიკას ბაზაზე

ერაყის მთავრობის ბრალდების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მოსულის ახლოს ბაშიკას ბანაკი უნებართვოდ შეიქმნა, იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრის ჰალიდ ალ უბეიდის რეგიონში გაწვრთნილი სამხედოების მონახულებისას გადაღებული კადრები გავრცელდა.

ჰალიდ ალ უბეიდიმ 2015 წლის 29 ნოემბერს თურქი სამხედროების მიერ გაწვრთნილი ერაყელი მებრძოლები მოინახულა და მათ განუცხადა, რომ მათზე უარს არასოდეს იტყვიან.  

„ერაყის თავდაცვის სამინისტროს“ ლოგოს მქონე კადრებში ჩანს იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრმა უბეიდიმ როგორ მოინახულა ჰაშდი ვათანის სახელით ცნობილი ძალების განლაგების ბაშიკას ბანაკი და მათ მხარდაჭერა როგორ გამოუცხადა. უბეიდი აქ სიტყვით გამოსვლისას ამბობს: „მოსულის ბრძოლის ნამდვილი მზადება დაიწყო. მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობისათვის თქვენი გაწვრთნისა და თავდაცვის ძალის საკითხზე კარგი ინფორმაციები მივიღე. თქვენ ერაყის უსაფრთხოების ძალების გარანტიის ქვეშ ხართ. თქვენზე უარს არასოდეს ვიტყვით.“

უბეიდი ასევე ამბობს: „თქვენ დიდი ალბათობით არმიის ერთ შენაერთში ჩაგრთავთ. მოსულის გათავისუფლების ოპერაციასა და შემდეგ ნინოვას ტერიტორიის დაცვაში თქვენ დიდი როლი დაგეკისრებათ. თქვენი მონახულება პრემიერმინისტრმა მთხოვა. რადგანაც თქვენ ასეთი ენთუზიაზმი და მომზადება გაქვთ, თქვენც საკუთარი თავი ერაყი უსაფრთხოების ძალების ნაწილად ჩათვალეთ. ღმერთმა ქნას მალე მოსულში შევხვდეთ.“



მსგავსი ინფორმაციები