იდლიბში საჰაერო ოპერაციის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იდლიბსა და მის მიმდებარედ განხორცილებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაიჭრა

579940
იდლიბში საჰაერო ოპერაციის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იდლიბსა და მის მიმდებარედ განხორცილებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაიჭრა.

იდლიბიდან სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილმა ლეის ალ ფარისმა განაცხადა, რომ დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმის დროს იდლიბში 7, ჯარჯანაზში 8 და ჰან შეიჰუნში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ფარისის თქმით, ჯარჯანაზის დაბაში ნანგრევებიდან ბავშვების ცხედრები გამოიტანეს, საჰაერო ოპერაციის დროს 5 სართულიანი შენობამ დიდი ზიანი განიცადა და ჯგუფები მძიმე ტექნიკით ცდილობენ ნანგრევების აწევას.

ფარისმა ასევე აღნიშნა, რომ იდლიბის ცენტრსა და ჰან შეიჰუნის დაბაში თავდასხმის შედეგად დიდი ზიანი წარმოიქმნა და ბევრი სატრანსპორტო საშუალება გამოსაყენებლად გამოუსადეგარი გახდა.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #იდლიბი , #საჰაერო ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები