ოპერაცია ევფრატის ფარი გრძელდება

გუშინ თურქულმა ჰაუბიცებმა DAEŞ-ის 18 სამიზნე გაანადგურეს

577912
ოპერაცია ევფრატის ფარი გრძელდება

34 დღე გავიდა თურქი ძალების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ევფრატის ფარის ოპერაციის დაწყებიდან, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიისადმი დახმარებით თურქეთის მოსაზღვრე სირიული ტერიტორიებიდან DAEŞ-ის განდევნას და აქ უსაფრთხოების ზონის შექმნას.

მიღებული ცნობებით სირიის თავისუფალ არმიას და  DAEŞ-ს შორის ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ამერიაჰის, ტალლ არის, ტალლ აშაჰის და ელ ეიუბიაჰის რეგიონებში.

გუშინ თურქულმა ჰაუბიცებმა ტერორისტების კუთვნილი 18 სამიზნე გაანადგურეს, ხოლო კოალიციის თვითმფრინავების დაბომბვის შედეგად კიდევ 4 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

დაეშისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაცია  AFAD-ის და წითელი ნახევარმთვარის ეკიპაჟებიც შედიან და ამ ადგილებში დაბრუნებულ მშვიდობიან მოსახლეობას და სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებს დღეში სამჯერადი კვებით უმასპინძლდებიან



მსგავსი ინფორმაციები